Saturday, May 20, 2017
შენ ადამიანო !
ადამიანი,ადამიანმა,ადამიანს,ადამიანის,ადამიანით,ადამიანად,ადამიანო არ ხარ ადამიანი,არ ხარ !!! შენ ხარ რობოტი,ზრუნავ იმაზე,რომ რაც შეიძლება მაგრად მოუჭირო საკუარს,რადგან ვაზელინი ისევ გაყიდვაშია. ისევ ეომება მიჯაჭვული ამირანი ყვავ-ყორნბეს და შენ სირივით დგახარ და უცდი როდის გაიწყვეტს ჯაჭვს. ელოდე სანამ ყოფა არ გეტირება და როცა მიხვდები "ამირანი" თითოეული ქართველია,უცებ ბრახ და "დობრი ვეჩერ". შე საბრალო არსებავ განა რისი იმედი გაქვს ამ ქვეყანაზე თუ არა ღმერთის , ჩა ცამობნელდაო - ეგ არაფერი მოიღრუბლაო, გაიელვაო - ეგ არაფერი იწვიმებსო, იწვიმაო - ეგ არაფერი,გაიელვაო. აი რომ არ შედიოდეს ყოველდღიურობაში წვიმა,ელვა,ცის ჩამობნელება და უცებ მოხდეს,ხომ დაემსგავსებით ნაწუწნ კანfეტებს,მაშინვე პირჯვრის წერით და მუხლის ჩოქვით გავარდებით ყველაზე წმინდასთან და ვედრებას დაუწყებთ ოღონდ ახლა არაო. რომ გკითხოთ რატომ არაო რას უპასუხებთ?? დრო მოგვეცი მეტი სირობა რომ ჩავიდინოთო?! მარიონეტები ხართ,უსახო არსებები,რომლებიც ცოცხლობენ იმისთვის ,რომ არ მოკვდნენ და არა იმისთვის რომ რამე ღირებული გააკეთოთ,შექმნათ. შექმნაში მხედველობაში მოგივათ ახალი ველოსიპედი ,არც მეტი,არც ნაკლები,მეტი აზროვნება არ გაქვთ,სამყაროს გინდათ გაუსწროთ იმით,რაც მხოლოდ ხალხს მოსწონს და არა სჭირდებათ. დინებას გაყოლილი ნაგავი ხარ შენ ადამიანო,რომელიც იმ ხავსს ეჭიდება,რომელზეც მოსაქმებული აქვს ეშმაკს,დაე ეშმაკმაც გაგჟიმოთ ეგეთი იმპოტენტები,ღმერთი მაშინ გახსოვთ,როცა ხრამში იჩეხებით და არა მაშინ,როდესაც კარგად ხართ,სრულ ჰარმონიაში,ვისი წყალობით ხართ ჰარმონიაში?! ისევ და ისევ უფლის,თორე თქვენი დამპალი მძორი ვის რათ უნდა სხვას თუ არა უფალს. მატლები გესევიან და შენ ამას ვერ ხედავ იმდენად ხარ ყოფიერი სიმსუბუქისგან შეპყრობილი! შენ მხოლოდ სუნთქავ და რას,იმას რაც შენ შექმენი და იმას რაც შენვე გმარხავს და შენ ამით ამაყობ?! შენი შექმნილით რომელიც შენივე მოდგმას უარყოფს. არარაობა ხარ! ფუჭია შენი ცხოვრება,დაგაბრმავა ეშმაკმა და კლდის პირზე მყოფს თვალებს აგიხელს და საკუთარი თავის სიმძიმილში იმდენად ჩაგაგდებს,რომ თავადვე მოისურვო კლდიდან გადაჩეხვა,ესეც სუიციდი და მერე ამ სუიციდს განვითარებულ მოვლენეს აბრალებ და ცხოვრებას,უკაცრავად და რომელ ცხოვრებას?! რომელიც თავადვე შექმენი ხო?! არა? თუ არა და გზა ჯოჯოხეთიდან გრძელი და ძნელი სავალია სინათლისაკენ ,დაე იარე და ეძებე სინათლე,რომელიც მხოლოდ სიტყვაა შენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის,სხვა რა დაგრჩენია უგუნურო არსებავ,მთლიანად ნეხვში ხარ ამოსვრილი. იწვალე,იშრომე,იტანჯე და საბოლოოდ რა რჩება? სახელი საფლავის ქვაზე?! ეს საფლავის ქვაც რომელიმე სტიქიურ მოვლენას შეეწირება,ხოლო სამყარო? ისიც მას. იმაზე საერთოდ არ ფიქრობ ,რამე შეცვალო ,შეცვალო იმ გაგებით რომ ღირებულით ჩაანაცვლო და არა იმით რომ უკან ამოგისვას ცხოვრებამ,შენივე შექმნილით. ნაყროვანებაში მყოფი მძორები ხართ,რომელსაც ღორიც კი არ დაყნოსავს,თქვენი დეოდორანტები უკან შეისხით,როგორი სულიც გაქვთ თქვენივე ისეთ სხეულს ვერ აიტანთ,მეტიც, რომ დაგანახათ საკუთარი თითებით დაითხრიდით თვალებს,მაგრამ ბრმა ხარ ადამიანო,ცხვირ წინ ნეხვი თუ არ დაგიდეს ისე მის სუნს ვერ გრძნობ,მაგრამ საოცრება ისაა რომ გიდევთ და მაინც ვერ გრძნობთ,რადგან "ადამიანს" საკუთარი სუნი ნაკლებად აწუხებს, მიჩვევის საკითხია ,მეტი არაფერი. იკარგება ის,რაც საუკუნეების უკან იპოვეს და სისხლით იცავდნენ,იკარგება ის,რასაც ვერასდროს გავიგებთ და მივხვდებით მანამ,სანამ ვაზელინი არ გამოგველევა,ეს შენ ხარ ადამიანო და თუ ადამიანი გქვია. შევეცილები ილია ჭავჭავაძეს და განა მართლა "კაცია - ადამიანი?!" წლების უკან გვაფრთხილებდნენ დღევანდელობაზე,მაგრამ ვის რად უნდა შენი ილია,აქ ხომ ქილიკია შარავანდედიანებზე,არამც თუ პოეტებზე (.....) . აი მაშინ გაგვახსენებს უფალი თავს,როდესაც ჩვენ ის დაგვავიწყდება და ამ გახსენებას მეორედ მოსვლა ერქმევა და არა ჭექა ქუხილი,ელვა,წვიმა და ათასი სხვა,რადგან ჩვენ მდაბიონი და რეგვენნი,ამ თვალით შეჩვეულს ვეღარაფრად ავღვიქვამთ!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment